ციხისძირის საჯარო სკოლის
ინგლისური ენის კლუბის
,,English Club”
წესდება
1.ზოგადი დებულებები
1.1 ციხისძირის საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბი ,,English Club” (შემდგომში კლუბი) დაფუძნებულია
ამავე სკოლის
ინგლისური ენის მასწავლებლის თამარ კასრაძის მიერ.
1.2 კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით.
1.3 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს დადგენილი წესით რეგისტრირებული
სხვა რეკვიზიტები.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, მცხეთა, სოფ.ციხისძირის საჯარო სკოლა.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1 ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობა;
2.2. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
2.3 მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
2.4 ინტელექტუალური,
კულტურული ღონისძიებების ორგანიზება;
2.5 კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. კლუბში გაწევრიანება :
3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VI – XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
3.4 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის პრეიდენტის მიერ, სკოლის ინგლისური ენის პედაგოგთან შეთანხმებით.
3.5კლუბის წევრს უფლება აქვს აირჩიოს და არჩეულ იქნეს კლუბის ნებისმიერ ორგანოში ან თანამდებობაზე(ასეთის არსებობსი შემთხევევაში), მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი ორგანოების საქმიანობის თაობაზე.
3.6 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.7 კლუბის წევრებს ეკრძალება იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან შეთნხმების გარეშე.
3.8 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე,
რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.9 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.
4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს ოცი მოსწავლისაა;
4.2 კლუბს შეიძლება ჰყავდეს პრეიდენტი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგენოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა
და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას,
განაგოს კლუბის ქონება,დანიშნოს და გაათავისუფლოს
კლუბის წევრები კლუბის შემადგენლობაში არსებულ ორგანოებში (ასეთის არსებობსი შემთხვევაში), დანიშნოს კლუბის წევრთაგან ერთ-ერთი მოადგილედ, გაანაწილოს ფუნქიები,, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები
საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.1 ხელმძღვანელი
თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად
4.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია
ხმათა უმრავლესობით : დამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, დაამტკიოს კლუბის საანგარიშო პერიოდის ანგარიში, აირიოს ან ვადაე ადრე გადააყენოს პრეიდენტი.
4.3 კლუბის პრეიდენტი აირევა 1 წლის ვადით.
4.4 ერთი და იგივე კანდიდათი ზედიზედ პრეიდენტად შეილება არეულ იქნას 2 ვადით.
4.5 კლუბს შეილება ქონდეს კლუბის შიგნით ორგანოები, თემატური ჯგუფები, რომლები მუშაობენ თავიანთ სფეროში და ანგარიშს წარუდგენენ კლუბის პრეიდენტს. საერთო კრებას აღნიშნულ ანგარიშებს გააცნობს პრეზიდენტი.
5. კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ორჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია
თუ მას ესრება წევრთა არანაკლებ 3/4 ;
6. კლუბის ქონება:
კლუბის ქონება და სახსრები იქმნება:
6.1 იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შემოწირულობებით.
6.2 გრანტებით.
6.3 სხვა კანონიერი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.
6.4 კლუბის ქონების გამოყენება დაიშვება მხოლოდ საწესდებო მიზნების შესასრულებლად.
7. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
7.1 კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით და კანონით დადგენილი წესით.
7.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება საერთო კრების გადაწყვეტილებით.
8. დასკვნითი დებულება:
8.1 წინამდებარე
წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების დამოწმების დღიდან.
8.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.
2019 წლის 25 სექტემბერი.
No comments:
Post a Comment